საქმიანობა

2023, 11 და 12 მაისი, ჰამბურგი

Beyond Visualising Language

„ენის ვიზუალიზაციის მიღმა“ – ამ სახელწოდებით ჰამბურგში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გალერეა დაიხტორჰალენში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა. ორგანიზატორი ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერი კულტურის კვლევის ცენტრია. ვისაუბრე ქართული დამწერლობის მრავალფეროვნებაზე და მრავალსაუკუნოვან კალიგრაფიულ ტრადიციაზე. ადგილზე შევასრულე კალიგრაფიული ნამუშრვარი: გოეთეს ლექსის „Erlkönig“ ქართული თარგმანი, რასაც ფონად გასდევდა შუბერტის მუსიკა ამავე ლექსის მოტივებზე. ამ მხატვრული წარმოდგენის მიზანი იყო იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა დამთვალიერებლისთვის უცნობი და ნაკლებად კითხვადი დამწერლობით შესრულებული ნამუშევრიდან სიტყვებს მიღმა არსებული გრძნობის ამოკითხვა.

2023, 9 მარტი, ბერლინი

ITB Berlin 2023

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მე და გიორგი გორგიაშვილი დამთვალიერებლებს ვაცნობდით ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას.

2011 წლიდან ყოველწლიურად

ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი

ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი 2011 წელს დავაფუძნეთ და ყოველწლიურად ვატარებთ მე და ჩემი ოჯახი (ნუგზარ მაისურაძე, თეონა მაისურაძე, ლელა შიუკაშვილი). კონკურსის მიზანია კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

2020, 22-23 იანვარი

Dubai Expo 2020

ქართველმა კალიგრაფები დამთვალიერებლებს ვაცნობდით ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას.

2020-2021 წლები

გაკვეთილები საზღვრების გარეშე

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით ჩატარდა ონლაინგაკვეთილების ციკლი, რომელშიც ერთვებოდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეები.

2021

ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი

2021 წელს ხუთმა კალიგრაფმა, გიორგი სისაურმა, ანი გოქაძემ, ნინი იკაშვილმა, ლევან ცხვირავაშვილმა და მე გადავწერეთ ვეფხისტყაოსანი. ხელნაწერი გადაეცა გაეროს არტ-კოლექციას და ნიუ-იორკშია დაცული.

2018, 11-14 ოქტომბერი

Frankfurt Buchmesse

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარვადგინე ქართული კალიგრაფიის ხელოვნება. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, ჩემი დახმარებით თავად მოესინჯათ ქართული დამწერლობა და შეექმნათ მცირე კალიგრაფიული ნამუშევრები.

2014-1019 წლები

საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა „ქართული ხელნაწერი“

2014-დან 2019 წლის ჩათვლით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ ფარგლებში ვატარებდი ქართული კალიგრაფიის ვორქშოპს.

2014 წლიდან დღემდე

საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები

პროექტი „საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები“ 2014 წელს დაიწყო კალიგრაფ ნიაზ დიასამიძის ინიციატივით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალის საფუძველზე შევქმენი შრიფტები არაერთი ცნობილი ქართველი მოღვაწის ხელწერის მიხედვით. პროექტში სხვადასხვა დროს ჩართულები იყვნენ ასევე ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო, ჯეპრა და ლიტერატურის მუზეუმი.

2019 წლიდან დღემდე

ხელნაწერი შრიფტების გალერეა

„ხელნაწერი შრიფტების გალერეა“ ჯეპრას სპეციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი საზოგადო მოღვაწეთა შრიფტების გაციფრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული დამწერლობის განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქართული კულტურის თუ მისი წარმომადგენლების შესახებ ცნობადობის გაზრდას. ამ პროექტის ფარგლებში შევქმენი არაერთი შრიფტი, მათ შორის ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ისტორიული ხელნაწერების საფუძველზე.