სწავლება

დავით მაისურაძის საავტორო კურსი

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის კალიგრაფიის სკოლის ფარგლებში ქართული კალიგრაფიის ოთხთვიან კურსს უძღვება კალიგრაფი დავით მაისურაძე. კურსი მოიცავს ქართული კალიგრაფიის ისტორიულ და თანამედროვე სახეობებს, მხატვრულ ინიციალებსა და დეკორს, კალიგრაფიული ნამუშევრის აგებას, ხელნაწერი წიგნის შექმნას. კურსი გათვლილია ზრდასრულ პირებზე. რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და სექტემბერში.

სწავლა სკოლებში

კალიგრაფიის გაკვეთილები ტარდება რუსთავის ორ სკოლაში.

სკოლა „ლაზარეში“ კალიგრაფია მე-5 და მე-6 კლასებში ისწავლება. მოსწავლეები ეცნობიან ქართული დამწერლობის ისტორიულ სახეობებს, კალიგრაფიულ მიმართულებებსა და ხელნაწერი წიგნის დეკორს. სკოლა „ლაზარე“ ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს და კონკურსებს მოსწავლეთათვის. 

სკოლა „მთაწმიდელში“ ფუნქციონირებს კალიგრაფიის სტუდია, რომელიც ორწლიან პროგრამას გვთავაზობს. მოსწავლეთა ასაკი შეზღუდული არ არის. პროგრამა მოიცავს როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე ქართულ კალიგრაფიას. ყოველწლიურად სკოლა „მთაწმიდელში“ იმართება კალიგრაფიული გამოფენები. მოსწავლეთათვის სწავლა სრულიად უფასოა.