კონკურსი

ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი 2011 წელს დააფუძნეს და ყოველწლიურად ატარებენ ნუგზარ მაისურაძემ, კალიგრაფებმა დავით და თეონა მაისურაძეებმა და ხელოვნებათმცოდნე ლელა შიუკაშვილმა. 2016 წლიდან კონკურსის ორგანიზატორებს შემოუერთდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის აპარატი და მას შემდეგ კონკურსი მთელი რეგიონის ფარგლებში ტარდება.

კონკურსის მიზანია კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.