DM Ukraina

 

ავტორები: დავით მაისურაძე, ჯეპრა

უკრაინული ენა ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე დამწერლობის, კირილიცას საშუალებით ჩაიწერება. ხშირად კირილიცას არასწორად რუსულ დამწერლობას უწოდებენ, მაგრამ თანამედროვე რუსეთთან ამ დამწერლობას ისტორიული კავშირი ნაკლები აქვს. კირილიცა შეიქმნა ბულგარეთში, IX საუკუნეში, შემდეგ კი ძველ სლავურ ენაზე მოსაუბრე ხალხთა შორის გავრცელდა. შუა საუკუნეებში ერთ-ერთი მთავარი სლავური სამწიგნობრო კერა, სადაც კალიგრაფები ხელნაწერ წიგნებს ქმნიდნენ, იყო კიევი. უკრაინის მონასტრებში იქმნებოდა და ვითარდებოდა კირილიცას ახალი კალიგრაფიული მიმდინარეობები. შრიფტი „უკრაინაც“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინის გარდა სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავთა ქვეყნებშიც გავრცელდა.

შრიფტი „უკრაინა“ უკრაინელ ხალხს და, ზოგადად, ხალხთა შორის სიყვარულს და თავისუფლებას ეძღვნება. კირილიცას გარდა, იგი შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ ქართულ და ლათინურ დამწერლობებსაც, ასევე ყველა ასო-ნიშანს აფხაზური ენისთვის. ასე რომ, ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა.

დიდება უკრაინას! Слава Україні! Glory to Ukraine!
абвгґдеєжзиіїйклмнопрстуфхцчшщьэюя
აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ
ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ
abcdefghijklmnopqrstuvwxyz 1234567890

ავტორი

,

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „DM Ukraina“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *