DM Themestia

 

 

 

 

შრიფტის ჩამოტვირთვა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული მიზნით.

ავტორები: დავით მაისურაძე, ტვიფრი

აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ 1234567890
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
ႠႡႢႣႤႥႦႧႨႩႪႫႬႭႮႯႰႱႲႳႴႵႶႷႸႹႺႻႼႽႾႿჀ 1234567890
ႵႫႬႠ ႫႠႰႧႪႨႱႠ ႱႠႫႠႰႧႪႨႱႠ ႾႤႱႠ ႸႤႨႵႫႱ ႾႫႤႪႱႠ ႬႤႣႪႠႣ.

შრიფტი „თემესტია“ შეიქმნა სპეციალურად „ტვიფრის“ პროექტისთვის, საქართველოს მეფეების სერიის პირველი მედლისთვის, რომელიც ვახტანგ გორგასალს მიეძღვნა.

მედლის რევერსზე დატანილი ასომთავრული წარწერისთვის გამოყენებულია შრიფტი, რომლის მოხაზულობებიც ეფუძნება ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერებს. ბოლნისის სიონი ვახტანგ გორგასლის მეფობის დროსაა აგებული და წარწერებიც ამავე ეპოქისაა. ამ წარწერების მსგავსად, მედალზე დატანილი შრიფტიც ხასიათდება მკაცრი და მონუმენტური ფორმებით. ასოთა სადა და დახვეწილი ფორმები თავისუფალია ყოველგვარი ზედმეტი ორნამენტულობისაგან. ასეთი მიდგომა ზოგადად შეესაბამება ვახტანგის ეპოქის ხელოვნების მიდგომებს. შრიფტის ერთადერთ დეკორაციულ ელემენტს წარმოადგენს ასოთა მსუბუქად წაისრული კიდურები, რაც მცხეთის ჯვრის მონასტრის შიდა კედელზე არსებულ წარწერას ეფუძნება (VI საუკუნე). კალიგრაფიული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ულამაზესი სამშენებლო წარწერაა ამ ეპოქიდან და მასში მოიხსენიება თემესტია, ქალი, რომელმაც მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი „საყოფელი“ ანუ შიდა ოთახი ააშენა:

„წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯვარისაითა მე, თემესტია, მხევალმა ქრისტესამან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებელად სულისა ჩემისა თაყვანისსაცემლად დედათა“.

შრიფტის სახელწოდებაც სწორედ მის სახელს უკავშირდება – „თემესტია“.

მხედრული შრიფტი, რომლითაც ავერსის წარწერაა გამოსახული, სრულად იმეორებს ასომთავრული შრიფტის სტილისტიკას და V-VI საუკუნეების მხატვრულ ესთეტიკას.

ორივე შრიფტი, ასომთავრულიცა და მხედრულიც, მოიცავს ყველა ასო-ნიშანს, რომელიც ქართული ენისა და დიალექტების ჩასაწერადაა საჭირო, მათ შორის დამატებით სიმბოლოებსაც და ციფრებსაც.

შრიფტის ჩამოტვირთვა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული მიზნით.

ავტორი

,

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „DM Themestia“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *