„კუთხოვანი ო“ – ყველაზე დაჩაგრული ქართული ასო

ქართული დამწერლობა ყველას გვიყვარს და ვამაყობთ! გვიყვარს ასომთავრულიც, ნუსხურიც, მხედრულიც, თითოეული ასო მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით…

ასეა ვითომ? როგორც ჩანს, არა!

არსებობს ერთი ასო, რომელიც უმრავლესობას, რბილად რომ ვთქვათ, დიდად გულზე არ ეხატება. ეს „კუთხოვანი ნია“ – ყველაზე დაჩაგრული ასო ქართულ ასოთა შორის.

  • „ვინ მოიგონა ეს უშნო ასო!“
  • „საბჭოთა პერიოდის სიმახინჯე!“
  • „ქართულ დამწერლობაში ძალით შეტენილი!“
  • „კონტექსტიდან ამოვარდნილი!“
  • „ასეთი ო არასდროს არ ყოფილა ანბანში და არც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ!“

რამდენად სამართლიანია ეს შეფასებები? მოდით, ერთად ვნახოთ ასო ნის ისტორია.

ყველაფერი დაიწყო სიმრგვალით! მართლაც, ასო ნზე უფრო მრგვალ ასოს კაცი ვერ ინატრებდა. მრგლოვან ანბანში ის აი ასე გამოიყურებოდა:

მაგრამ სულ მალე პირველსაწყისი იდეალურობა ირღვევა და ასომთავრულიდან ვიღებთ ნუსხურ მოხაზულობას. აი, სწორედ ნუსხურ დამწერლობაში კუთხოვანდება ნი, ისევე როგორც სხვა ასოები. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არაა ის „საზიზღარი“ კუთხოვანი ო, რომელიც ჩვენს დღევანდელ ლამაზ დამწერლობას „გვიმახინჯებს“.

Ⴍ → ⴍ

ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება. X საუკუნის მიწურულიდან მხედრული დამწერლობაც გამოდის ასპარეზზე. დიახ, ეს სწორედ ის მხედრულია, დღესაც რომ ვიყენებთ, მაგრამ X-XV საუკუნეების მხედრულის წაკითხვა, თუ სპეციალისტი არ ხართ, ძალიან რთულია. ამ პერიოდში მხედრული ასოები ძალიან სწრაფად იცვლიან ფორმებს და ჩნდება ბევრი ახლებური ფორმა, ალტერნატიული მოხაზულობა.

აი, როგორ იწერება ნი XI საუკუნის ცნობილ საბუთში, რომელშიც მიჯნაძოროელთა და ოპიზართა სასამართლო დავაა გადაწყვეტილი მეფე ბაგრატ IV-ის მიერ:

პიზართა და მიჯნაძელთა

მაგრამ იმავე საბუთში უკვე გვხვდება ნის გამარტივებული ფორმა, რომელიც უბრალოდ ჰორიზონტალური ხაზია:

ზემოთა და ქუემთა

ეს ჰორიზონტალური ხაზი სინამდვილეში ძალიან, ძალიან სწრაფი წერით გამარტივებული მოხაზულობაა. მისი „ნარჩენია“, ზოგიერთ თანამედროვე შრიფტში ო-ს რომ პატარა კუდი აქვს:

ნის ეს გამარტივებული ფორმა ძალიან გავრცელებული იყო შუა საუკუნეების საბუთების კალიგრაფიაში და უფრო ხშირადაც კი გამოიყენებოდა, ვიდრე დღეისათვის გაბატონებული ორრკალიანი მოხაზულობა. ზოგჯერ მას უბრალოდ ჰორიზონტალური ხაზის ფორმა აქვს, რომელიც წინმდგომ ასოს ებმის. ზოგიერთ ხელნაწერში კი უკვე მიემსგავსება იმ კუთხოვანი ო-ს მოყვანილობას, ჩვენ რომ ვიცნობთ. აი ზოგიერთი ნიმუშიც:

სული ვიურვ (XIII ს. II ნახ., საბუთი Ad-1)
სულ დავითისა (XV ს., საბუთი Ad-18)
საწყლბელ (XV ს., საბუთი Ad-18)
ცხალა ვიყ (XV ს., საბუთი Ad-18)
რი (XV ს., საბუთი Ad-18)
წითლსანი[ნი]სა (XIV ს. Hd-1360)
ფილიყ (XV ს., Hd-1358ბ)
მწყრბელისა (XIII ს., საბუთი Hd-1330)
შის ყფილიყ (XV ს., Ad-1გ)
მე ამბრბას (XV ს., Ad-1გ)

კუთხოვან ო-ს, როგორც ჩანს, თავისი საბოლოო სახე XVIII საუკუნეში მიუღია და XIX საუკუნის ბოლომდე ძალიან მიღებულ მოხაზულობად მიიჩნეოდა. მაგალითად, ასე წერდა დავით გურამიშვილი:

მის ხელწერაში, მართალია, ძირითადად მრგვალი ონია გამოყენებული, მაგრამ შიგადაშიგ კუთხოვანსაც გამოურევს. შემდგომი პერიოდის ქართველ მოღვაწეთა უმრავლესობა, პირიქით, უფრო კუთხოვან ო-ს იყენებს, მრგვალი ო კი ძალიან იშვიათდება. ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის კალიგრაფიაა:

ბარათაშვილთან ვითარება უკვე შებრუნებულია, იგი მხოლოდ შიგადაშიგ გამოურევს ნაწერში მრგვალ ნს. აი ილია ჭავჭავაძის ნაწერში კი მრგვალ ნს თუ მიაგნებთ, ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება (ყოველ შემთხვევაში, ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, მე ვერ მივაგენი…):

იგივე ითქმის არც ისე კარგი ხელწერის მქონე აკაკიზეც, ისიც მხოლოდ კუთხოვან ნს ცნობს:

კუთხოვანი ნები შეგხვდებათ ვაჟასთანაც, რომელსაც გაკრული, მაგრამ მოქნილი და დახვეწილი მონასმები აქვს:

შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნის ყოველდღიურ ხელწერაში კუთხოვანმა ნმა გაიმარჯვა. მაგრამ ამ პერიოდის საბეჭდ შრიფტებიში მას ვერსად ნახავთ (და ვერც უფრო ძველში). ეს ტრადიცია გრძელდება XX საუკუნის შუა წლებამდე, შემდეგ კი უკვე ხელნაწერ კულტურაშიც მრგვალი ფორმის ნი იმარჯვებს და თითქმის ბოლომდე განდევნის კუთხოვანს ყოველდღიურობიდან.

რამ გამოიწვია XX საუკუნეში კუთხოვანი ონის თანდათანობითი უკანდახევა? მთავარი მიზეზი უნდა იყოს არა მისი გრაფიკული შეუთავსებლობა ან საზოგადოების მიუღებლობა (პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის სრულიად ბუნებრივი ნაწილი იყო ქართული ხელწერისა), არამედ იაკობ გოგებაშვილის გენიალური დედაენა. XIX საუკუნის მოღვაწეებისგან განსხვავებით, XX საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეებმა (და არა მხოლოდ) ხომ ქართული ასოები სწორედ იმ პირველდაწყებითი წერის ნიმუშებით ისწავლეს, რომლებიც იაკობმა და მისმა კომისიამ შეადგინა პირველკლასელებისთვის. დედაენაში კი უპირატესობა სწორედ მრგვალ ფორმებს ენიჭება. თუმცა იაკობი, როგორც XIX საუკუნის ქართველი, თავადაც უფრო მეტად კუთხოვან ონებს იყენებდა თავის ნაწერებში:

ასე რომ, კუთხოვანი ო არც „ძალით შეტენილია“ ქართულ დამწერლობაში და, მით უმეტეს, არც ახალი მოგონილი მოხაზულობაა. მას ძალიან დიდი ისტორია აქვს და ისეთივე ღირსეული ადგილი უკავია მხედრულ ასოთა განვითარების ხანგრძლივ ისტორიაში, როგორც დანარჩენებს.

და მაინც, დღევანდელ მრგვალი მოყვანილობის შრიფტებში მისი ფორმა, ცოტა არ იყოს და, ვერ ჯდება ხომ? შეიძლება მეც ასე ვფიქრობდე, მაგრამ ეს უკვე გემოვნების საკითხია, ალბათ მიჩვევისაც.

უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: კუთხოვანი ო არასდროს ყოფილა რეგულარული ქართული შრიფტების ნაწილი და ალბათ მისი ადგილი აქ არცაა. ისტორიულად იგი უფრო მეტად კურსივი, გაკრული ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი; კურსივი (გაკრული) ხელწერა, თავისთავად, უშნოს არ ნიშნავს! კურსივი კალიგრაფიის უმშვენიერესი ნიმუშებიც არსებობს, რომელშიც კუთხოვანი ონი ძალიან მოხდენილად და სხვა ასოებთან შეწყობილად გამოიყურება. მაგრამ ამ კალიგრაფიასაც თავისი ადგილი აქვს: ის შეიძლება საბუთების, სიგელების, რომანტიკული ან პირადი წერილებისთვის, დღევანდელობაში – ლოგოტიპების, პოსტერების, წიგნის ყდებისთვის გამოდგეს; მაგრამ იგი წიგნის ძირითადი ტექსტის დასაბეჭდად არამც და არამც არ გამოდგება.

სხვათა შორის, შრიფტის პირველი დიზაინერი, ვინც იფიქრა, რომ კუთხოვან ონს თავისი ადგილი უნდა მიენიჭოს, იყო გიორგი ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძის ვაჟი. მან 1920-იან წლებში შექმნა შრიფტი, რომელსაც ჰქონდა როგორც რეგულარი, ისე იტალიკ-ვერსია. ეს მიდგომა საყოველთაოდ მიღებულია ლათინურ შრიფტებში, მაგრამ ქართულისთვის დღესაც კი დიდი იშვიათობაა. აი სწორედ ამ შრიფტის იტალიკ-ვერსიაშია გამოყენებული ონის კუთხოვანი ფორმა მაშინ, როცა რეგულარში ორრკალიანი მოხაზულობაა:

თქვენ რას ფიქრობთ? მოგწონთ გიორგი ნიკოლაძის მიდგომა? გამოიყენებდით კუთხოვან ონს რაიმე დიზაინში, საზოგადოება რომ ამ „ჩაგრული ასოს“ მიმართ უარყოფითად არ იყოს განწყობილი?

იცოდით, რომ მრგვალი და კუთხოვანი ონის გარდა, არსებობს ამ ასოს კიდევ ერთი ისტორიული ფორმა: „მოქნეული ონი“. მაგრამ ამაზე სხვა დროს…

დავით მაისურაძე
2024 წლის 12 სექტემბერი

One thought on “„კუთხოვანი ო“ – ყველაზე დაჩაგრული ქართული ასო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *