EN

საზედაო წერტილი

დავით მაისურაძე

„საზედაო წერტილი“ არის კალიგრაფიული ნამუშევრების მიმდინარე სერია, რომელიც ქართული ხელნაწერი წიგნის ფორმას, ენასა და ვიზუალურ ნიშნებს თანამედროვე ნამუშევრებში იყენებს.

სერიის ნამუშევრები ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმით ეხება ტექსტს, წიგნს, ავტორობას, ხედვას, პერსპექტივასა და იერარქიის შებრუნებას, განმარტებასა და იმას, რაც მათ შორის, მათ მიღმა ან მათი გაქრობის შემდეგ რჩება. აქ ძველი ფორმები ყოველთვის ძველს არ ნიშნავს, ტექსტი ყოველთვის არ ხსნის, განმარტება ყოველთვის არ განმარტავს, ხოლო დასაწყისი ყოველთვის არ არის დასაწყისი.

სერია ჯერ არ დასრულებულა. იგი კვლავ ივსება და საბოლოო წერტილი მომავალში დაისმება.

ნამუშევრები სერიაში

ყველაფერი & არაფერი

ქაღალდი, ტუში, ოქრომელანი. 2026. კერძო კოლექცია

„არაფერი“ და „ყველაფერი“ ერთმანეთის ტყუპი ნამუშევრებია. ისინი წარმოადგენენ ფრაგმენტს სერიიდან „საზედაო წერტილი“. ორივე მათგანი ხელნაწერი წიგნის გვერდის სახეს იმეორებს: ერთში ტექსტისთვის განკუთვნილი სივრცე სრულიად ცარიელია, მეორეში კი იგი შავი მელნით არის გადაშლილი. ტექსტი არც ერთ მათგანში არ იკითხება, თუმცა მისი არარსებობა სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი.

გვერდების აშიებზე სხვადასხვა ხელწერით შესრულებული მინაწერები ამ სიცარიელეს კომენტარებით ავსებს. შეიძლება, რომ არაფერს ჰქონდეს კომენტარი? შეიძლება, რომ კომენტარმა დაგანახოს ფარული საგანი, არსი? და რა ხდება, როცა მარგინალია ცენტრად იქცევა? ეს კითხვები ნამუშევრის შთაგონებაა.

თუმცა ნამუშევრები ამ კითხვებზე პირდაპირ პასუხებს არ იძლევა. ისინი უბრალოდ გვთავაზობენ ცარიელ სივრცეს — ადგილს ტექსტის არ ან აღარყოფნისთვის და იმ ხმებისთვის, რომლებსაც ეს სიცარიელე ბადებს.

აქ არ იწყებიან ლექსიკონი ქართული

ქაღალდი, ტუში, აკვარელი, მუყაო, ქსოვილი. 2026. კერძო კოლექცია

ალექსი მესხის მიერ 1730 წელს გადაწერილი „ლექსიკონი ქართული“. ცენტრში: „აქა იწყებიან ლექსიკონი ქართული“.

1730 წელს კა­ლიგ­რაფ­მა ალექ­სიმ სულხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ლექ­სი­კო­ნის ხელ­ნა­წე­რის (S 4748, ფო­ლიო 8r) პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დი უტ­ყუ­ა­რი გან­ცხა­დე­ბით და­იწ­ყო: „აქა იწ­ყე­ბი­ან ლექ­სი­კო­ნი ქართული“. მაგ­რამ რა ხდე­ბა, როცა ტექ­სტი სა­კუ­თარ საწ­ყისს უარ­ყოფს?

თქვენ წი­ნა­შეა თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­მუ­შე­ვა­რი, ხე­ლით გა­და­წე­რი­ლი ქარ­თულ ენა­ზე და წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხელ­ნა­წე­რი ლექ­სი­კო­ნის ფორ­მით. მისი იერ­სა­ხე ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია, ხოლო ტექ­სტი მთლი­ა­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ავ­ტო­რო ნა­მუ­შე­ვა­რია.

ნა­მუ­შე­ვა­რი არის ფრაგ­მენ­ტი სე­რი­ი­დან „საზედაო წერტილი“ და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ურ­ბის და­საწ­ყისს: წიგ­ნი გა­დაშ­ლი­ლია სად­ღაც შუ­ა­გულ­ში, ქარ­თულ ასო­ებს „ი-სა“ და „კ-ს“ შო­რის. სა­თა­უ­რი „აქ არ იწ­ყე­ბი­ან ლექ­სი­კო­ნი ქართული“ ეხ­მი­ა­ნე­ბა სულხან-საბას ლექ­სი­კო­ნის საწ­ყის ფორ­მუ­ლას.

გან­მარ­ტე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ლექ­სი­კო­ნო დე­ფი­ნი­ცი­ე­ბი არ არის. ისი­ნი ბა­ძავს ლექ­სი­კო­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მე­ბის ენას, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ბებს ცვლის, ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პი­რებს ან შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ურ­კვე­ველს ტო­ვებს. ტექ­სტის არ­ქა­უ­ლი ენა გან­ზრახ ეხ­მი­ა­ნე­ბა მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით სტილს, თუმ­ცა გან­მარ­ტე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი მეტ­წი­ლად დღე­ვან­დე­ლო­ბას ეკუთ­ვნის. ზოგი სიტ­ყვა და მი­ნიშ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ქარ­თულ ენა­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის კულ­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა და ამი­ტომ თარ­გმან­ში შე­საძ­ლოა სრუ­ლად არ გა­მოჩ­ნდეს მათი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი. ზოგი გან­მარ­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხუმ­რო­ბად იკით­ხე­ბო­დეს, ზოგი — უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად. ისი­ნი ერთ ჭეშ­მა­რიტ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ამ­დე მის­ვლას არ ისა­ხავს მიზ­ნად.

[მარცხენა გვერდი]

იყო: იგი, რაჲცა არღა არს.

ისტორია: სარკე წარსულისა მშუენიერითა ჩარჩოჲთა, რომელი სწორად უპყრიათ ჭკუიანთა კაცთა, რაჲთა მართითა მზერითა ვიხილოთ ყოველი, რაჲცა იყო ანუ იქმნებოდა, ანუ იწერებოდა, ანუ იხატებოდა. რამეთუ უთქვამთ ზოგთა, იმან დაწერა, ამან დახატა ანუ მე თვით დავწერეო და სახელებითა ამაყთა კაცთა შეურყვნიათ მატიანჱ. აწ შენცა, კეთილო მკითხველო, მდაბლად ისწავე, რამეთუ უმეცრებაჲ არს: წერდა, ხატავდა, არამედ სწორად ასრე ითქუმის: იწერებოდა, იხატებოდა, იბადებოდა, იქმნებოდა და მრავალნი ამდაგვარადვე.

(მინიატიურა: იწერებოდა, იხატებოდა, იქმნებოდა, იკინძებოდა, იბადებოდა, იჯღაბნებოდა, შენდებოდა, მშვენდებოდა, იმოსებოდა, იზომებოდა.)

ინახება: ანუ აწ კეთილად შემოზღუდულ არს ზღუდითა, რაითა დაცულ ყოს თვალთაგან და ხელთაგან და გულთაგან უმეცართა, რომელთა უნებიეს შეცვლად ყოვლისა, რაჲცა იყო უწინარეს დღეთა შინა. იხილე კულტურა.

ინკოგნიტო: კაცი მადიდებელი თავისა, რომელმან დაიმონა მეცნიერნი შემდგომისა ჟამისა, რომელნი მარადჟამს ამაოდ ეძიებენ სახელსა მისსა, რამეთუ მან მოკლა თავი თვისი უკვდავებად ხელისა თვისისა.

ირონია: სიბრძნჱ სიცრუისა.

იპოთეკა: უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული, დატვირთული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

[მარჯვენა გვერდი]

Კ

ᲐᲥ ᲐᲠ ᲘᲬᲧᲔᲑᲘᲐᲜ ᲚᲔᲥᲡᲘᲙᲝᲜᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ

  • კალიგრაფია: უცხოთა ენისა არს. ქართულად სახელი არა აქუს. ვიეთნიმე იტყვიან, ვიციო. ღმერთმან უწყის, რაჲ არს!
  • კალიგრაფი: კაცი მელნითა მჩხაბავი აგრე, რომ თვით არა უწყის რაჲ დაუწერია. მაგრა იტყვის, ასე სჯობსო. ვიეთნიმე იტყვიან, ზოგთა დიაცთაც იკადრესო ახალსა დროში.
  • კალიგრაფისტი: არსება უცხო და საკვირველი.
  • კალამი: ბატონი კალიგრაფისა.
  • კანონი: ესე არს სახაზავი, რომლითა კალიგრაფი გვაჩვენებს, რაოდენ მრუდე არს ხაზი მისი.
  • კარტრიჯი: საპყრობილე მელნისა. სიზარმაცე კალიგრაფისა კომფორტად წოდებული.
  • კოლოფონი: საბურველი ქედმაღლობისა და სამყოფელი ცრუ მოთქმისა, რამეთუ წერს: მელანმან, კალამმან, ქაღალდმანცა და ყოველთა სხვათაცა მიღალატეს მე ცოდვილსაო. და გულისხმაყოფს: აღაგეთ ძეგლი ჩემიო!
  • კონტროლი: ოცნება ამაო და სასოება მირაჟისაებრ წარმავალი. იხილე კულტურა.
  • კულტურა: კედელი, გინათუ ზღუდე, მოხატული ფრიად შუენიერად, რომელი იგი გვიცავს კაცთაგან ურჩთა და თავნებათა. უცხოთა ენისა არს, ქართული სახელი არა გვაქუს.

. . . . . . 👉 კოლეგაჲ ხელოვნური

მაგრამ

ქაღალდი, აკვარელი, ოქრომელანი, მუყაო, ქსოვილი. 2026. კერძო კოლექცია

რაც უფრო შორს ხარ

ქაღალდი, ტუში. 2026. კერძო კოლექცია

ექსპლიკაცია

ქაღალდი, ტუში. 2026