ისტორიულ ხელნაწერთა მულაჟები
უძველესი ხელნაწერების დაცვა და, ამავდროულად, მათი ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება მუზეუმების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი ხელით შესრულებული სამუზეუმო მულაჟების არსებობა. გარდა ამისა, მულაჟი იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ ორიგინალის ესთეტიკას იქაც ვეზიაროთ, სადაც თავად არტეფაქტი ფიზიკურად არ იმყოფება: ბევრი უნიკალური ძეგლი ხომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ინახება.
მე ვქმნი ისტორიული ხელნაწერების საგამოფენო მულაჟებს. თითოეული ნამუშევარი გაშლილი წიგნის კონკრეტული ორი გვერდის ზუსტი ვიზუალური ასლია. ყოველი დეტალი — მელნის ფერი, ილუმინაცია თუ ფურცლის ტექსტურა — ხელითაა დამუშავებული. ჩემი მიზანია შევქმნა ნამუშევარი, რომელიც მნახველს ნამდვილი ისტორიული არტეფაქტის ხილვის ემოციას მიანიჭებს.
დავით მაისურაძე
დავით მაისურაძის ხელით დამზადებული ხელნაწერთა მულაჟები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისა და ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციებში. ასევე, ერთი ნამუშევარი ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.
