DM VAZI
ქართული ვაზისა და მეღვინეობის 8000-წლოვანი ისტორია ახალ ვიზუალურ ფორმად – შრიფტ „ვაზად“ გარდაიქმნა. შრიფტის ვიზუალური კონცეფცია ქართული ვაზის ანატომიითაა შთაგონებული, ასოების ფორმები ვაზის ყლორტებს, ულვაშებსა და ყურძნის მტევანს იმეორებს, ხოლო მათი ძლიერი მონასმები ქართული ტრადიციის სიმტკიცეს გამოხატავს.
შრიფტი მოიცავს ქართულ და ლათინურ გარნიტურას, რაც მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის როგორც ქართულ, ისე მრავალ უცხოურ ენაზე.
შრიფტი „ვაზი“ კალიგრაფ დავით მაისურაძისა და ჯეპრას თანამშრომლობით შეიქმნა. მისი გამოყენება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფლადაა ხელმისაწვდომი.
ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
გამოსცადეთ შრიფტი
დააწკაპუნეთ ტექსტზე და აკრიფეთ თქვენი.
ლიცენზია
შრიფტის გამოყენება თავისუფალია როგორც არაკომერციული, ისე კომერციული მიზნებისთვის. ავტორებთან წინასწარი შეთანხმება აუცილებელი არაა.
შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.
დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის რუდუნებითა და ღვაწლით ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ქართული ვაზის (Vitis vinifera L. sativa) 525 ადგილობრივი ჯიში. აქედან: კახეთში 80, ქართლში 72, მესხეთ-ჯავახეთში 26, იმერეთში 74, რაჭა-ლეჩხუმში 50, გურიაში 59, სამეგრელოში 60, აჭარა 53, აფხაზეთში 51 ვაზის ჯიშია. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის (Vitis vinifera L. silvestris) 400-ზე მეტი ფორმა. ქართული ვაზის ჯიშები პროფესორ ა. ნეგრულის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილია შავი ზღვის აუზის (proles, pontica subproles georgica Negr.) და აღმოსავლეთ აზიის (proles, orientalis subproles caspica Negr.) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფებად, რომლებიც შექმნილია კულტურული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთისა და ალაზნის კერებში და მათი უმრავლესობა მიეკუთვნება proles pontica subproles georgica Negr ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით. შესვი? გაამოს!
საფერავი, ხიხვი, მწვანე ოცხანური საფერე ალასირხვა, კაპისტონი ჩხავერი და კაბერნე ჩხავერი და კაბერნე რქაწითელი, ოჯალეში თავკვერი, პინო, კაჭიჭი ჩინური, ქისი, შავკაპიტო მუჯურეთული და შარდონე თეთრა, კუნძა, ბუდეშური კლარჯული და გორულა ალექსანდროული, უსახელოური ცოლიკოური, კრახუნა ცოლიკოური, კრახუნა კირწმაგარა, გრძელმტევანა ძელშავი და ამლახუ ციცქა, ჯანი, ჭყაპა, მაჭანაური ალადასტური, ადესა
გაუმარჯოს!
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი მასზე ოცნებას დაემგვანება…
