„იხილე და შეიყვარე მშვენიერება სიტყვისა შენისა“
კალიგრაფები თეონა მაისურაძე და დავით მაისურაძე
ქაღალდი, მელანი. 100 ნაწილი, თითო ნაწილის ზომები 21×21 სმ.


2023
კალიგრაფია სიტყვის უკვდავყოფის ხელოვნებაა.
ნამუშევრის შთაგონება წილკნის ეკლესიის გუმბათზე არსებული ლამაზი კალიგრაფიული წარწერაა: „უფალო, გარდამოიხილე ზეცით, იხილე და შეიყვარე მშვენიერება სიტყვისა შენისა“.
ნამუშევარზე წარმოდგენილია ქართული სიტყვა „სიტყვა“ 100 სხვადასხვა ხელწერით. ვინ ან რანი არიან სიტყვები, რომლის შეყვარებასაც შემოქმედს ვთხოვთ?
