მარიამ ტეფნაძე

მარიამ ტეფნაძე ქართული კალიგრაფიით 2016 წელიდან დაინტერესდა. მას შემდეგ, აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქართული კალიგრაფიის ყოველწლიურ კონკურსში, სადაც 2019 წელს მოიპოვა პირველი ადგილი და გახდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული. განსაკუთრებული ყურადღება და აღფრთოვანება მისმა აბსტრაქციულ-კალიგრაფიულმა სტილმა დაიმსახურა. მისი ინტერესი მიმართულია სიძველეებისკენ, რაც ნამუშევრებს საკუთარ სტილსა და ხედვას სძენს. ამჟამად იღებს პროფესიულ განათლებას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. მარიამი განაგრძობს მუშაობას კალიგრაფიის განვითარებასა და სიძველეების საკუთარ მხატვრულ ხედვასთან კავშირზე.

ტელ.: +995 598 750127