DM Constitution

 

შრიფტის ჩამოტვირთვა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული მიზნით.

ავტორები: დავით მაისურაძე, ტვიფრი

Categories: , Tag:
აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ 1234567890
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

შრიფტი „კონსტიტუცია“ შეიქმნა სპეციალურად „ტვიფრის“ პირველი პროექტისთვის – საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედლისთვის. იგი იმ შრიფტებს ეფუძვნება, რომელიც პირველი რესპუბლიკის  პერიოდში (1918-1921 წლები) გამოიყენებოდა სპეციალურად სახელმწიფო დოკუმენტებისთვის, მათ შორის, 1921 წელს გამოქვეყნებული საქართველოს კონსტიტუციის სათაურიც ამ გარნიტურით არის დაწერილი, სწორედ იმ ცხრა ასოზე დაყრდნობით, რომელიც სიტყვა „კონსტიტუცია“ – ში გვხვდება აღდგა 38-ე ქართული ასოს მოხაზულობა და სრული თანამედროვე ციფრული შრიფტი დამზადდა.

„უკვე დიდი ხანია მივიწყებული ქართული შრიფტებისა და კალიგრაფიული მიმართულებების გამოვლენას და გაცოცხლებას ვცდილობ. თითოეული შრიფტის, ხელნაწერის თუ კალიგრაფიის უკან გამორჩეული ისტორია, მოვლენები და პიროვნებები დგანან. სწორედ ეს ინდივიდუალურობა ხდის კალიგრაფიას საინტერესოს და მიმზიდველს.  კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კომპიუტერულ შრიფტშიც, ვფიქრობ, კარგად იკითხება იმ ეპოქის სული. რა თქმა უნდა, ეს შრიფტი ახალია, ის არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ძველი შრიფტის ერთი-ერთში კოპირება, თუმცა 100 წლის წინანდელი  იმ დაზგური შრიფტების შთაგონებით შეიქმნა, რომელიც მაშინდელი სამართლებრივი აქტების და, მათ შორის, კონსტიტუციისთვისაც გამოიყენებოდა. წარსულისა და თანამედროვეობის  ამ სახით დაკავშირება, ჩემთვის, როგორც ხელოვანი კალიგრაფისთვის, ძალიან საინტერესო პროცესია,“ – აღნიშნავს დავით მაისურაძე.

„სამახსოვრო მედალი მხოლოდ კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნამუშევარი არაა, ის გახლავთ  იმჟამინდელი საქართველოს შთამბეჭდავი ისტორიის გაცოცხლება. მედალზე დატანილ თითოეულ დეტალს აქვს ისტორია და ჩვენი მიზანია საზოგადოება ამ ისტორიის შეხსენებით, თანამონაწილე გავხადოთ ქვეყნის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპოქის და ტრადიციულ ფასეულობებზე დაფუძნებული ექსკლუზიური ნამუშევარი შევთავაზოთ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, აღგვედგინა შრიფტი, რომლითაც 1918-1921 წლებში შესრულებული სახელმწიფო დოკუმენტები ქვეყნდებოდა. იდეის სრულყოფაში  კალიგრაფი დავით მაისურაძე დაგვეხმარა,“ – ამბობს „ტვიფრის“ შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელი და იდეის ავტორი ივა ჯანეზაშვილი

შრიფტის ჩამოტვირთვა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული მიზნით.

ავტორი

,

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “DM Constitution”

Your email address will not be published. Required fields are marked *