Erekle II

DM Batonishvili

მეფე ერეკლე II-ის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა კალიგრაფიული შრიფტი DM Batonishvili. შრიფტი ეფუძნება ერეკლე მეფის კარის კალიგრაფთა ხელწერას. შრიფტის Download ჩვენი საიტიდანაა შესაძლებელი.

შრიფტი მოიცავს მრავალ ლიგატურას (ასოთა გადაბმას). ფონტის გამოყენება შესაძლებელია სამ სხვადასხვა რეჟიმში:

  • გადაბმებით (Microsoft Word-ში აკრეფილი ქართულენოვანი ტექსტი მონიშნეთ და მაუსზე მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ; აირჩიეთ Font > Advanced > OpenType Features > Ligatures > Standart Only);
  • გადაბმების გარეშე (Font > Advanced > OpenType Features > Ligatures > None);
  • ისტორიული გადაბმებით (Font > Advanced > OpenType Features > Ligatures > Historical).

ფონტი შეიცავს ასევე მეფე ერეკლეს ხელრთვას (ხელმოწერას), რომლის დაწერაც შესაძლებელია კოდით *ერეკლე*

ქვემოთ ფონტის სანიმუშო ფანჯარაში შეგიძლიათ, ფონტის გადმოწერის გარეშეც, ჩაწეროთ ნებისმიერი ტექსტი.

აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ 1234567890
თეკლას, მამისა და დედის სიხარულს... ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდემ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი. *ერეკლე*