ქართული კალიგრაფიის საავტორო კურსი
დავით მაისურაძის საავტორო კურსი ქართულ კალიგრაფიაში ტარდება საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მხარდაჭერით. იგი მოიცავს ქართული დამწერლობის ტრადიციულ და თანამედროვე მიმართულებებს: ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულს ნაირსახეობებს V საუკუნიდან დღემდე; ასევე კალიგრაფიულ მასალასთან და იარაღებთან მუშაობის ტექნიკას, კომპოზიციას და სხვ.
- კურსის ხანგრძლივობა: 32 საათი, 15 გაკვეთილი + გამოფენა, 16 კვირა, 4 თვე
- ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
- მდებარეობა: თბილისი, ა. ჯორჯაძის ქუჩა №5ა
- წინაპირობები: კურსი გათვლილია ზრდასრულებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე და შეუძლიათ ქართულად წერა.
- კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი. ღირებულებაში შედის ყველა აუცილებელი მასალა.
