Ana Mchedlidze

ანა მჭედლიძე

ანა მჭედლიძე – კალიგრაფი, ქვემო ქართლის კალიგრაფიული კონკურსის ჟიურის წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ კალიგრაფიულ გამოფენაზე, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებზედაც.

„კალიგრაფიით 5 წლის წინ დავინტერესდი და მას შემდეგ ეს საქმიანობა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

განსაკუთრებით ძველი კალიგრაფიული სტილი მაინტერესებს, რომელიც ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის სახით დღემდეა შემონახული. ძველისა და თანამედროვეს შერწყმა ყოველთვის საინტერესო შედეგს იძლევა, ასეა კალიგრაფიის ხელოვნებაშიც. ჩემთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობებისა და თავისუფლების მომცემი მხედრული დამწერლობაა, რომელიც ასოთა დახვეწილი მოხაზულობებითა და დამწერლობის სტილის მრავალფეროვნებით უდავოდ გამორჩეულია.

გარდა ესთეტიკური ღირებულებისა, აღსანიშნავია კალიგრაფიის შინაარსობრივი დატვირთვაც. ჩემთვის, როგორც კალიგრაფისთვის, მეტად მნიშვნელოვანია ქართული პოეზიისა თუ პროზის არაჩვეულებრივ ნიმუშებთან შეხება და მათი მეშვეობით ახალი კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნა.“

ტელ.: +995 598 28 07 44
ელ-ფოსტა: ana.mchedlidze.17@gmail.com