დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე 2010 წლიდან ხელმძღვანელობს კალიგრაფიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს რუსთავსა და ქვემო ქართლში. ქართულ კალიგრაფიას ასწავლის რამდენიმე სკოლაში, ატარებს კალიგრაფიის ვორქშოპებსა და კურსებს სხვადასხვა ასაკის ჯგუფებთან. უძღვება აგრეთვე კალიგრაფიის ონლაინ-გაკვეთილებს პროექტის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ ფარგლებში.

დავითი ხელს უწყობს კალიგრაფიის ხელოვნებით ახალგაზრდების დაინტერესებას ქვემო ქართლის რეგიონში და მათთვის პერიოდულად ატარებს გამოფენებს. დავითისა და მისი ოჯახის მიერ 2010 წელს დაარსდა ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრული პირებისთვის. კონკურსის მიზანია ქართული კალიგრაფიისა და ლიტერატურისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

დავით მაისურაძე, გარდა კალიგრაფიული ნამუშევრებისა, ქმნის კალიგრაფიულ ფონტებს. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კალიგრაფიულ გამოფენებში, მათ შორის კაიროში (ეგვიპტე), კიოლნში, ფრანკფურტში (გერმანია), ბელგრადში (სერბეთი), ბუქარესტში (რუმინეთი).

  • კალიგრაფიული ნამუშევრები
  • ვიდეოები
  • კალიგრაფიული ნამუშევრები

    ვიდეოები